კომპანიის შესახებ

სამშენებლო კომპანია ,,ბადა ქონსთრაქშენი“ ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან გამოჩნდა და 12 წლიანი წარმატებული გზა განვლო.

სწორი მენეჯმენტისა და მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებით, "ბადა ქონსთრაქშენმა" არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა და ქართულ სამშენებლო ბაზარზე სახელი დაიმკვიდრა, როგორც სანდო, ხარისხიანმა და წარმატებულმა სამშენებლო კომპანიამ.

2021 წლიდან "ბადა ქონსთრაქშენი" მომხმარებლის წინაშე ახალი პროექტებით წარსდგა და საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს საცხოვრებელი კომპლექსების, ბიზნეს ცენტრების, კულტურული და საწარმოო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობას.

ჩვენ მიერ შესრულებულ თითოეულ პროექტში გამოყენებულია მაღალი ხარისხის საშენებლო მასალა, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები, ენერგოეფექტური მინა, მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟები, კომპოზიტური პანელები, თბო-ენერგო დამზოგავი მასალები სართულებსა და გადახურვებს შორის, რაც შენობა-ნაგებობის ხარისხისა და გამძლეობის გარანტიაა.

სპეციალური ტექნიკური ჯგუფის მიერ მუდმივ რეჟიმში მოწმდება მშენებლობის პროცესის მიმდინარეობა და ხარისხი, ყოველივე ეს კი კომპანიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.